ალექსანდრე მარგიშვილი ვიცე-მერის თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ამას ვუკავშირებ ჩვენი ოპონენტების და ზოგადად, არამზადების სურვილს, რომ მერიის მუშაობაში რაღაც ბზარი შეიტანონ. ეს მათდა სამწუხაროდ, არ გამოუვათ. თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ“, - განაცხადა მარგიშვილმა.