თბილისის მერი დავით ნარმანია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვიცე-მერმა თანამდებობა დატოვა.
„ეს იყო მორიგი აგორებული ჭორი. ბატონი ალექსანდე არსად წასვლას არ აპირებს და არც მე ვაპირებ, მას შეველიო. ის ძალიან გამოცდილი, სანდო და ერთგული ადამიანია. ვადასტურებ, რომ საკითხი იყო ჭორი და დღის წესრიგიდან მოხსნილია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის პრესკონფერენციას თავად ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილიც ესწრებოდა.