,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს გაზეთებს დაურიგებენ, რომელშიც მათი თქმით, "ღარიბაშვილისა და თამაზაშვილის კლანის კორუფციული სქემებია ასახული".
როგორც უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მსგავსი გაზეთები თბილისსა და საქართველოს რეგიონებშიც დარიგდება და მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა, გაიგოს თუ რაში იხარჯება გადასახადები.
,,პარლამენტში, დეპუტატებს თავიანთ სამუშაო ადგილებზე დახვდებათ ეს გაზეთები. Aგაზეთში წარმოდგენილია თამაზაშვილისა და ღარიბაშვილის კლანი. წარმოდგენილია თუ როგორ ჰყვათ მათ დასაქმებული ნათესავები. ეს მოცულობითი მასალაა და ერთ ბრიფინგში ვერ ჩაეტეოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, გაზეთის გვერდებზე გადაგვეტანა ყველაფერი რათა საზოგადოებას დეტალურად ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რაში იხდიან გადასახადებს - თამაზაშვილისა და ღარიბაშვილის ნათესავების დასაქმებაში, კორუფციულ გარიგებებში. სწორედ ამიტომ არ იქმნება ხალხისთვის სამუშაო ადგილები. ჩვენ ამ სერიას აუცილებლად მომავალშიც გავაგრძელებთ", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.