პარლამენტმა დღეს პლენარულ სხდომაზე, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა დაამტკიცოს. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში ეკონომიკის ხუთ პროცენტიანი ზრდა იგეგმება, რაც ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას შეუწყობს ხელს.
როგორც ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტი იძლევა შესაძლებლობას პენსიების ათი ლარით გაზრდის.
,,პენსიების ათი ლარით ზრდა არ არის საკმარისი, მაგრამ მეტის საშუალება არ არის და უნდა ვეცადოთ, რომ მომავალში კიდევ გავზარდოთ. Mმომავალი წლის ბიუჯეტი პასუხობს ყველა იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. დაგეგმილია იმ პროექტების დაფინანსებაც, რომლის მიმართ თავიდან შენიშვნები იყო. ეკონომიკის ზრდა ხუთი პროცენტით არის დაგეგმილი, აქდან გამომდინარე, ზოგიერთი იძახის, რომ ეკონომიკას აქვს პრობლემები, მაგრამ ხუთ პროცენტიანი ზრდა, საკმაოდ სტაბილურობის მომცველია", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.