ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ პრესკონფენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჟენევის დისკუსიები მნიშვნელოვანი პლატფორმაა, საფაც აფხაზეთის მხარემ თავისი პოზიცია მკაფიოდ უნდა განსაზღვროს.
„სამწუხაროდ, ეს ჩვენ ყოველთვის არ გამოგვდის. მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის დისკუსიები სრულად არ წყვეტს ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს, ის მაინც გვჭირდება. ამ შეხვედრების გაგრძელებას აუცილებლად მივიჩნევ მანამ, სანამ ახალი შესაძლებლობები არ გაჩნდება“, - აღნიშნა ხაჯიმბამ.
ჟენევის მოლაპარაკებები ევროკავშირის, ეუთოს და გაერო-ს თანამომაწილეობით 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. მასში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, რუსეთისა და აშშ-ის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი 9-10 დეკემბერს გაიმართა.