„მანდარინები“ ოქროს გლობუსისთვის იბრძოლებს

„მანდარინები“ ოქროს გლობუსისთვის იბრძოლებს

ქართულ-ესტონური ფილმი „მანდარინები" ოქროს გლობუსისთვის იბრძოლებს. ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმი ოქროს გლობუსზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში დასახელდა.

„მანდარინები" უკვე 21 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. გლობუსის 72-ე ცერემონიაზე ფილმი ესტონეთის სახელით არის წარდგენილი.