„პირველი რადიოს“ ინფორმაციით უახლოეს პერიოდში შესაძლოა მთავრობაში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდეს და თანამდებობა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა დატოვოს.
სახელისუფლებო კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, შავლიაშვილი ე.წ. ღარიბაშვილი-ჯანყარაშვილის დაჯგუფებას მიეკუთვნება, რომელსაც შ.პ.ს. სერპანტინთან და სხვა კომპანიებთან დაკავშირებულ სკანდალურ ტენდერებთან აქვს შემხებლობა. სწორედ სერპანტნზე, რომელიც შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის ზედელაშვილის დედის, თამარ ჯანყარაშვილის საკუთრებაა, ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ განხორციელდა საკადრო ცვლილებები მმართველ პარტიაში-თანამდებობიდან წავიდა ჯანყარაშვილი და შსს-ში პოსტი დატოვა ზედელაშვლმა. ამავე პერიოდში გათავისუფლდა შავლიაშვილის პირველი მოადგილე კოპაძე და მისი ადგილი „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა დაიკავა. ჯავახშვილი მუშაობას 2 დღის წინ შეუდგა, ის ბიძინა ივანშვილის ნდობით აღჭურვილი პირია და როგორც კულუარებში ამბობენ, მას შემდეგ რაც ჯავახიშვილი შავლიაშვილის უწყების მუშაობაში ბოლომდე გაერკვევა, აქამდე ჩატარებულ ტენდერებს შეისწავლიდ, ის მინისტრს ჩაანაცვლებს.
301
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85