ამერიკის პრეზიდენტის, ბარაქ ობამას განცხადებით, ეეჭვება რუსეთთან მიმართებაში ახალი სანქციების შემოღების მიზანშეწონილების, რადგან მისი აზრით, ამან შესაძლოა, ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის განხეთქილება გამოიწვიოს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
"ვარაუდი, რომ ჩვენ შემოვიღებთ ახალ სანქციებს, შემდეგ კიდევ და კიდევ და საბოლოო ჯამში პუტინი შეიცვლის აზრს, ვფიქრობ, შეცდომაა", - განაცხადა ბარაქ ობამამ.
მისი თქმით, თუკი პუტინი მიხვდება, რომ ევროპა და აშშ ერთად სიარულს განაგრძობენ, მისგან შესაძლოა ველოდოთ ახალ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს.