პარლამენტმა გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ლევან ტურაშვილისა და ზურაბ ხრიკიძის კანდიდატურები ჩააგდო.
დეპუტატებმა აღნიშნულ კანიდატურებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა, მხარი არ დაუჭირეს. ლევან ტურაშვილს კენჭისყრაზე მხოლოდ 37 დეპუტატმა მისცა ხმა, ერთი წინააღმდეგი იყო. რაც შეეხება ზურაბ ხრიკაძეს, მან კენჭისყრაზე მხოლოდ 38 ხმა მიიღო.
განსხვავებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის კანდიდატურებისა, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ნიკოლოზ ყაველაშვილის კანდიდატურას. მან კენჭისყრაზე 91 ხმა არც ერთის წინააღმდეგ მიიღო.