საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ

საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ

საქართველოს და სომხეთის მეგობრული ურთიერთობები, მოქმედი სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნება და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება იყო ძირითადი თემები, რომელზეც პრემიერებმა იმსჯელეს

ირაკლი ღარიბაშვილმა ჰოვიკ აბრაჰამიანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მხარეებმა ასევე განიხილეს კულტურის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

„ჩვენ, როგორც ორ მეგობარ ქვეყანას, გვამოძრავებს ურყევი ნება და მისწრაფება, გავაგრძელოთ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.