თბილისის ვიცე-მერის ალექსანდრე მარგიშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიაში არ ადასტურებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ალექსანდრე მარგიშვილს თანამდებობა არ დაუტოვებია.
რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარგიშვილმა თანამდებობა დატოვა.