სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი, რომლითაც სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად ჩამოფრინდა, თბილისის საერთაშოროსო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
ჰოვიკ აბრაჰამიანს აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერები გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დახვდნენ.
აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, შესრულდა საქართველოს და სომხეთის ეროვნული ჰიმნები. აეროპორტიდან სომხეთის და საქართველოს პრემიერ-მინისტრები მთავრობის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ, სადაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ჯერ პირისპირ შემდეგ კი გაფართოებული შეხვედრა გაიმართება.
18:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილი და ჰოვიკ აბრაჰამიანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის პირველ დღეს კი ოფიციალური ვახშამი დაასრულებს, რომელიც სომხეთის პრემიერის საპატივსაცემოდ გაიმართება.