თითოეული ხარვეზი ვიცი, რაც სასამართლოს 100 პროცენტით დამოუკიდებლობას აბრკოლებს

თითოეული ხარვეზი ვიცი, რაც სასამართლოს 100 პროცენტით დამოუკიდებლობას აბრკოლებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, სასამართლოს დამოუკიდებლობა დღეს არის ძალიან მაღალი, ისეთი როგორიც არასდროს ყოფილა, თუმცა ისურვებდა, უკეთესი ყოფილიყო. ასე გამოეხმაურა კონსტანტინე კუბლაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში ჟუაო სუარესის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით ის კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან ეს არის პოლიტიკოსების და იმ ადამიანების საქმე, რომელიც ამ პოლიტიკაზე ყოველთვის განცხადებებს აკეთებენ.

"მე გუშინ ვთქვი, რომ ჩვენი სასამართლო მუშაობს დღეს თანამედროვე სიტუაციაში ისე, როგორც მას ეძლევა საშუალება, მუშაობს იმ დამოუკიდებლობის პირობებში, რომელიც დღეს გვაქვს. ეს დამოუკიდებლობა არის ძალიან მაღალი, ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა. თუმცა, მე მაინც ვისურვებდი უკეთესი ყოფილიყო, იმიტომ, რომ მე ვიცი, თითოეული ხარვეზი, რაც აბრკოლებს, რომ ასი პროცენტით დამოუკიდებელი იყოს სასამართლო", - განაცხადა კონსტატინე კუბლაშვილმა.

კითხვაზე, რა არის ის, რაც აბრკოლებს ამ ყველაფერს, კუბლაშვილმა განაცხადა, რომ დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებს.