დღეს ჩვენ ვაშენებთ იმ სასამართლოს, რომელიც გარანტორია ქვეყნის სტაბილურობის, სიმშვიდისა და სამართლის

დღეს ჩვენ ვაშენებთ იმ სასამართლოს, რომელიც გარანტორია ქვეყნის სტაბილურობის, სიმშვიდისა და სამართლის

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს ჩვენ ვაშენებთ იმ სასამართლოს, რომელიც გარანტორია ქვეყნის სტაბილურობის, სიმშვიდის და სამართლის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა უზენაეს სასამართლოში განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს შენობის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფო ინსტიტუტების, სახელმწიფოს გაძლიერების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია პატივი მივაგოთ და მნიშვნელობა მივანიჭოთ იმ ინსტიტუტებს, რომელთაც საქართველოში ისტორია გააჩნიათ.

"საქართველოს სასამართლოს ჰყავდა ბევრი განსაკუთრებული მოსამართლე. ისტორიის განმავლობაში სამწუხაროდ არ იყო ძალიან დალხენილი პერიოდები, რადგან ჩვენ ვიყავით დაპყრობილი სახელმწიფო. დღეს ჩვენ ვაშენებთ იმ სასამართლოს, რომელიც გარანტორია ქვეყნის სტაბილურობის, სიმშვიდის და სამართლის ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის იოლი გზა. სასამართლო არის გარანტი ჩვენი უფლებების რეალური დაცვის და ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.