ეუთოს ანგარიშს ვსწავლობთ და ზოგიერთ რამეს ვეთანხმებით კიდეც

ეუთოს ანგარიშს ვსწავლობთ და ზოგიერთ რამეს ვეთანხმებით კიდეც

ეუთოს ანგარიშს ვსწავლობთ და ზოგიერთ რამეს ვეთანხმებით კიდეც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ეუთო-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის საკითხის კომენტირებისას განუცხადა, რომელშიც სასამართლოს საქმეებზეც არის საუბარი.

როგორც ნორლანდმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომელიც ადამიანის უფლებებთან არის დაკავშირებული და აღნიშნულს აშშ-ს მხრიდან ყურადღება ექცევა.

"ჩვენ ვსწავლობთ ეუთო-ს ანგარიშს. ზოგ რამეს ვეთანხმებით კიდეც, მაგრამ ზუსტად იმის გათვალისწინებით, რომ გამოქვეყნებულია სენატის ანგარიში, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენივე სისტემაში ადამიანის უფლებებთან არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ძალზედ ყურადღებით ვართ", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) საქართველოში სასამართლო წესრიგისა და სასამართლო პროცედურების ფორმალობის დაუცველობაზე ამახვილებს ყურადღებას.

როგორც ორგანიზაციის მიერ საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი, მრავალი მაგალითია, რომ წესრიგის დარღვევას მოსამართლეთა მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებების შესახებ მოსამართლეების გადაწყვეტილება სასამართლოს მიუკერძოებლობის თაობაზე ეჭვს ბადებდა.