ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას დაკავებას დღეს, 10 დეკემბერს, 13 საათზე, თბილისში აზერბაიჯანის საელჩოსთან გააპროტესტებენ. აქცია სახელწოდებით „სოლიდარობა ხადიჯა ისმაილოვას" სოციალურ ქსელ „facebook"-ში ქართველი ჟურნალისტების მიერ დაიგეგმა.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ აზერბაიჯანელ კოლეგას და აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტი.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა 12 დეკემბერს ბაქოში დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ისმაილოვა რაიონულ სასამართლოში დაჰკითხეს თურალ მუსტაფაევას საქმეზე. მას თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში ადანაშაულებენ. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ისმაილოვას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.