აღმოსავლეთ უკრაინაში, ე.წ. დუმილის რეჟიმის გამოცხადების შემდეგ შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში "ბოევიკებმა" 17-ჯერ დაარღვიეს ე.წ. "დუმილის რეჟიმი".
უკრაინული მედიის ინფორმაციით, წუხელ აფეთქება მოხდა ოდესაშიც, სადაც უცნობმა პირებმა ერთ-ერთი ბიზნესცენტრი ააფეთქეს.
არსებული ინფორმაციით, ოდესაში მომხდარი აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.