ნატო-ს თვითმფრინავებმა ბალტიის ზღვაზე რუსულ ბომბდამშენებს გზა გადაუჭრეს

ნატო-ს თვითმფრინავებმა ბალტიის ზღვაზე რუსულ ბომბდამშენებს გზა გადაუჭრეს

ნატო-ს თვითმფრინავებმა ბალტიის ზღვაზე ექვს რუსულ ბომბდამშენს გადაუჭრეს გზა. ინფორმაციას ამის შესახებ ლიტვური მედია ავრცელებს. 

დელფი.ლტ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში პორტუგალიურმა გამანადგურებლებმა F-16 ოთხ სტრატეგიულ ბომბდამშენს Ту-95 და ორ Ту-22-ს გადაუჭრეს გზა. 

ნატო-ს წარმომადგენელთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბალტიის ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავებისთვის გზის გადაჭრა "ჩვეულებრივ" საქმედ იქცა, ამ ექვსი ბომბდამშენისთვის გზის გადაჭრა კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის აქტიურობის მაღალ დონეს. 

"თუ მომავალში საერთაშორისო სტანდარტებზე ყურადღება არ გამახვილდება, მსგავსი აქტივობა შესაძლოა დესტაბილიზაციის ფაქტორი გახდეს", - განაცხადა ნატო-ს პრესმდივანმა ოანა ლუნგესკუმ.