სამტრედიაში მე-4 კლასელი ბავშვი სასტიკად სცემეს

სამტრედიაში მე-4 კლასელი ბავშვი სასტიკად სცემეს

სამტრედიაში მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეოთხე კლასელი ბავშვი სცემეს, რომელიც ტვინის შერყევით ქუთაისის საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

არსებული ინფორმაციით, ბავშვებს შორის დაპირისპირება გუშინ საღამოს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოხდა. როგორც ნაცემი ბავშვის ახლობლები აცხადებენ, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-14 საჯარო სკოლის მეოთხე კლასელი ბავშვი ლეკვის გამო სცემეს და კვალის დასაფარად ნაცემ ბავშვს ფოთლები დააყარეს. ბავშვი მძიმე მდგომარეობით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.