მანანა კობახიძე: ყველას ვერ მოთხოვ, თვალი დახუჭოს ცრუ ბრალდებებზე -ჯანყარაშვილმა ასე გადაწყვიტა

მანანა კობახიძე: ყველას ვერ მოთხოვ, თვალი დახუჭოს ცრუ ბრალდებებზე -ჯანყარაშვილმა ასე გადაწყვიტა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ზვიად ჯანყარაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა. კობახიძე უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ „პარტიის წევრს სახელმწიფო მოხელესთან აიგივებენ".

„არ შეიძლება პარტიის წევრის გაიგივება სახელმწიფო მოხელეებთან, პარტიის შიდა საქმე სულ სხვა სფეროა და საჯარო სამსახური სულ სხვა სივრცეა,"- აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გადაცემა „არჩევანში".

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა სწორად განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ დატოვა ჯანყარაშვილმა თანამდებობა. კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა თანამდებობა ცრუ ბრალდებების, ცილისწამების, მის წინააღმდეგ მოგონილი აბსურდული ლეგენდების გამო  დატოვა.

„ყველას ვერ მოთხოვ, რომ ეს ყველაფერი აიტანოს, შეეგუოს, თვალი დახუჭოს, ყველა ადამიანს აქვს არჩევანის უფლება, მან ასე გადაწყვიტა,"- განაცხადა კობახიძემ.