ირაკლი ალასანია: თუკი ბიძინა ივანიშვილს უნდა ქვეყნის მართვა, ის უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში

ირაკლი ალასანია: თუკი ბიძინა ივანიშვილს უნდა ქვეყნის მართვა, ის უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში

„საქართველოში ერთი მოქალაქე მაინც არის, რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობის მუშაობაში ერევა?" - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა „არჩევანში" განაცხადა. მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების საქმეზე საზოგადოებას საიდუმლო საქმის ისეთი დეტალები „გადაუშალა", რომლებიც „პროკურატურის რიგ თანამშრომლებსაც არ ჰქონდათ წაკითხული".

„ათი ადამიანის შეცვლა ვერაფერს შეცვლის თვისობრივად, იმიტომ რომ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. სისტემური პრობლემის გამოსწორება ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება, რომ სრული უფლებები და დელეგირება ჰქონდეს სამინისტროებს და არანაირ გადაწყვეტილებებში არ უნდა ერეოდეს არაფორმალური პირი. თუკი ეს ვერ მოხერხდა, არანაირ ცვლილებას აზრი არ აქვს. აქედან გამომდინარე, გავაკეთე დასკვნა, რომ თუკი ბიძინა ივანიშვილს უნდა ქვეყნის მართვა, ის უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, 2016 წლამდე მართოს ქვეყანა და შექმნას პირობები, რომ კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნებით საზოგადოებამ აირჩიოს ახალი ხელისუფლება და ახალი პარლამენტი,"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.