„როდესაც სასამართლო პროცესი ცხადს გახდის საქმის მთელ ვითარებას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მე მართლაც მოვითხოვ პასუხისმგებლობას პროკურატურის იმ თანამშრომლებისა, ვინც შეასრულა ეს დაკვეთა და იმ პოლიტიკური პირებისა, ვინც ეს დაკვეთა მისცა,"- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმაირაკლი ალასანიამ გადაცემა „არჩევანში" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თავდაცვის უწყების თანამშრომლები, რომელთა წინააღმდეგაც საქმეა აღძრული, უდანაშაულოები არიან.
„თავდაცვის თანამშრომლებს, რომლებიც უდანაშაულოდ არიან დაჭერილნი, ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურება აქვთ, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული არც ერთი ომი არ გამოუტოვებიათ და გულანთებულად ემსახურებოდნენ ქვეყანას. ისინი დაისაჯნენ იმიტომ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს და აღმოჩნდნენ ამ ვითარებაში, იმიტომ რომ პოლიტიკური დარტყმა მიიტანეს პოტენციურ ოპონეტზე ანუ ჩემზე პოლიტიკური ნიშნით,"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.