ირაკლი ღარიბაშვილი - კრიზისები ხანდახან ხელოვნურადაც კი შეიძლება შევქმნათ

ირაკლი ღარიბაშვილი - კრიზისები ხანდახან ხელოვნურადაც კი შეიძლება შევქმნათ

კრიზისები ხანდახან ხელოვნურადაც კი შეიძლება შევქმნათ, რომ შევაფასოთ მმართველები და მენეჯერები როგორ რეაგირებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან ლარის კურსის ცვლილებასა და მთავრობაში საკადრო გადაადგილებებზე ისაუბრა. 

"ზოგადად საინტერესოა ასეთი კრიზისები, ხანდახან უნდა შევქმნათ ხელოვნურადაც კი, რომ მმართველები და მენეჯერები შევაფასოთ, როგორ რეაგირებენ კრიზისების დროს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.