ირაკლი ღარიბაშვილი - ნოდარ ხადურს მოუწევს განმარტების გაკეთება

ირაკლი ღარიბაშვილი - ნოდარ ხადურს მოუწევს განმარტების გაკეთება

მოგმართავთ მედიასაშუალებებს, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენს საქმიანობას, ეს არ არის ჭკუის დარიგება, ეს არის ჩვეულებრივი მოქალაქეობრივი მოწოდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის იმ შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ინვესტიციების გაზრდის ფონზე ლარის გაუფასურებას შეეხებოდა. 

"ამის თაობაზე ჩემზე კომპეტენტურებს ჰკითხეთ, ისეთს, როგორიც არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან ნოდარ ხადური, რომელსაც არ სურდა ამაზე საუბარი, თუმცა მას მოუწევს ამის განმარტება. მთავრობის მხრიდან გაკეთდა განმარტებები, რამ განაპირობა ლარის კურსის გაუფასურება. ეს მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იყო გარე ფაქტორებზე. დანარჩენი აჟიოტაჟი იყო პანიკური, რაც შეიქმნა მედიაში. ჩვენ ვნახეთ, რომ სპეციალური გადაცემები მიეძღვნა იმას, რომ დაეძაბათ მოსახლეობა. ეს არის ამის შედეგი. ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა - მთავრობას, პრეზიდენტს, პარლამენტს და მედიასაშუალებებსაც. მოგმართავთ მედიასაშუალებებს, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენს საქმიანობას, ეს არ არის ჭკუის დარიგება, ეს არის ჩვეულებრივი მოქალაქეობრივი მოწოდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.