ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული ოთხი ქართველი მებრძოლი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული ოთხი ქართველი მებრძოლი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული ოთხი ქართველი მებრძოლი, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ ქართველი მებრძოლების ოჯახის წევრები, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მთავრობის სხვა წევრები.

ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულების სამოქალაქო პანაშვილი დღეს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო.

ბაბუშერას აეროპორტში აფეთქება 1993 წლის 22 სექტემბერს მოხდა.

ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ეგზჰუმაცია 2014 წლის გაზაფხულზე, არგენტინელ ექსპერტ-ანთროპოლოგის მონაწილეობით განხორციელდა. იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოასვენეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. დნმ პროფილები და დაღუპულთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისთვის ზაგრების ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი. 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხი ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა.