ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით მინდია ჯანელიძე ირაკლი ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა

ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით მინდია ჯანელიძე ირაკლი ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა

როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ე.წ. კაბელების საქმეზე ის კომენტარს არ გააკეთებს, რადგან გამოძიება გრძელდება.

„გამოძიება გრძელდება და ის უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე. მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლოა, ვიმსჯელოთ რაიმე სახის კომენტართან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯანელიძემ.

კითხვაზე, რაც მინისტრი გახდა, გაეცნო თუ არა ის თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალდების საქმეს, ჯანელიძის თქმით, იგი საქმეს გაეცნო იმდენად, რამდენადაც შესაძლოა, საქმეს გაცნობილი ყოფილიყო მინისტრი.

„მე გამომძებელი არ ვარ. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს“, - დასძინა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, სამწუხაროდ, პროკურატურა კვლავ პოლიტიკური დევნის იარაღია.