უკრაინამ რუსეთიდან გაზის იმპორტი განაახლა

უკრაინამ რუსეთიდან გაზის იმპორტი განაახლა

უკრაინამ რუსეთიდან გაზის იმპორტი განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს. "უკრანტრანსგაზის" პრეს-მდივნის მაქსიმ ბილიავსკის განცხადებით, გაზის მიწოდების დღიური მოცულობა 43,5 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

რუსეთმა უკრაინას გაზის მიწოდება მიმდინარე წლის 16 ივნისს შეუწყვიტა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 5 დეკემბერს "ნაფტოგაზ უკრაინამ" რუსულ "გაზპრომს" 378 მილიონ დოლარი გადაურიცხა წინასწარი გადახდის სახით.