პრეზიდენტი ბაბუშერას ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

პრეზიდენტი ბაბუშერას ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა პატივი მიაგო ვასიკო და ნუკრი წიკლაურების, თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილების ხსოვნას - ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას ერთი ოჯახიდან ოთხი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ ხალხს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შეწირა ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და სიძლიერეს. ყველას გვახსოვს, ამ ადამიათა გმირობა. დარჩა დიდი ტკივილი. კარგია ის, რომ ამ ჭრილობების მოსაშუშებლად კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ ბიჭების გადმოსვენებას შეუწყო ხელი და მათ, ვინც მონაწილეობს ჩვენი საერთო ტრაგედიის, ჩვენი ჭრილობების მოშუშებაში", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ოთხივე მებრძოლს სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.

ბაბუშერას აეროპორტში აფეთქება 1993 წლის 22 სექტემბერს მოხდა.