ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, გასულმა შაბათ-კვირამ ლარის კურსის დასტაბილურება აჩვენა.
შესაბამისად, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან დიდი ალბათობით კურსი დაიწევს.
ხადურის განცხადებით, პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება, რადგან ეს იქნება მკითხაობა და არა საქმეზე რეალური ლაპარაკი.
„ლარის კურსზე ზეგავლენას ბევრი ფაქტორი ახდენდა, მათ შორის საგარეო, ანუ ზოგადად დოლარის გამყარება. ასევე შიდა ფაქტორები, მათ შორის აჟიოტაჟი“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
რაც შეესაბამება პროდუქტებზე ფასების ზრდას, მინისტრის თქმით, ეს არ შეინიშნება.