საქართველოში ბევრი წარმატებული ქალი პოლიტიკოსი გყავთ

საქართველოში ბევრი წარმატებული ქალი პოლიტიკოსი გყავთ

საქართველოში ბევრი წარმატებული ქალი პოლიტიკოსი გყავთ, მაგრამ არის უფრო მეტი საშუალება, რომ ქალები უკეთ იყვნენ წარმოდგენილები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა "რედისონ ბლუ ივერიაში" განუცხადა, სადაც ამერიკელი დიპლომატი NDI-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციას "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" ესწრება.

რიჩარდ ნორლანდის განმარტებით, ქალთა როლის ზრდა პოლიტიკურ პროცესებში ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას და საზოგადოებაში თანასწორობას.

"მსურს მივულოცო NDI-ის ამ ღონისძიების ორგანიზება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს საშუალება მხარი დავუჭიროთ ამ კონფერენციას, რომელიც მიმართულია ქალთა როლის ზრდისკენ პოლიტიკურ პროცესებში. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ზოგადად საზოგადოებრივ განვითარებას და საზოგადოებაში თანასწორობას. საქართველოში ბევრი წარმატებული ქალი პოლიტიკოსი გყავთ, მაგრამ არის უფრო მეტის საშუალება, რომ ქალები უკეთ იყვნენ წარმოდგენილები. ეს ღონისძიება არის კიდევ ერთი საშუალებაა, რომ დღეს ხაზი ესმევა ქალის როლს და მათ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მნიშვნელობას", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.