„საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას ძალიან შედეგობრივად აგრძელებს“

„საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას ძალიან შედეგობრივად აგრძელებს“

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პირობას დებს, რომ საქართველოს ევროპულ არჩევანს აქტიურად დაუჭერს მხარს.

ამის შესახებ შტაინმაიერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანელი მინისტრი მოხარულია, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები ინტენსიურია არამხოლოდ ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების კონტექსტში, არამედ ბევრი მიზეზის გამო. ამის დასტური კი,  მისი აზრით, საინვესტიციო გარემო და რეფორმების სტიმულირება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო მისიებში საქართველოს და გერმანიის თანამშრომლობას შეეხო და განაცხადა, რომ საქართველო და გერმანია აგრძელებს ამ რთულ გზას, რისი მაგალითიც ავღანეთის მისიაში ახალ ეტაზპე გადასვლაა.