ეროვნული ბანკის საბჭოში პრეზიდენტმა პარლამენტს ნიკოლოზ ყაველაშვილის კანდიდატურა წარუდგინა

ეროვნული ბანკის საბჭოში პრეზიდენტმა პარლამენტს ნიკოლოზ ყაველაშვილის კანდიდატურა წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნიკოლოზ ყაველაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

პრეზიდენტის შესაბამისი წინადადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს შევიდა.

ეროვნული ბანკის საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს. მათი არჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ხდება.