ცენტრალურ აფრიკაში, ევროკავშირის მისიის ფარგლებში საქართველოს შეირაღებული ძალების გაგზავნაზე თანხმობის მისაღებად პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა.
პარლამენტის ბიუროს გიორგი მარგველაშვილის 2014 წლის 2 დეკემბრის ბრძანება წარედგინა, რომლის მიხედვით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ოპერაცია EUFOR RGA-ში მონაწილეობის მიღების მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი ოცეული უნდა გაიგზავნოს, რაც 2015 წლის აპრილამდე უნდა განხორციელდეს.
პრეზიდენტის ბრძანება ძალაში პარლამენტისგან თანხმობის მიღების შემდეგ შევა.