ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების მასალები უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების მასალები უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მასალები უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება, - ამის შესახებ თბილისის პროკურორმა, მიხეილ შაყულაშვილმა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში განაცხადა, სადაც მოსაწვლეების მიერ ორგანიზებულ იმიტირებული გამოძიების პროექტს დაესწრო.

"საქმის გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე უახლოეს მომავალში დამთავრდება. აუცილებლად გასაჯაროვდება ყველა დეტალი, რაც გამოძიების დროს გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე რაიმე ვერსიის გაცხადებისგან თავს შევიკავებ, ასევე თავს შევიკავებ ოჯახის ვერსიის დადასტურებისგან ან უარყოფისგან, ყველაფერს საქმე გვაჩვენებს", - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

როგორც ცნობილია, კიწმარიშვილის ოჯახი და ახლობლები გამოძიების შედეგების გასაჯაროებამდე, თბილისის პროკურორთან შეხვედრას გეგმავენ.

ოჯახი საგამოძიებო მუხლს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს, არ ეთანხმება.

ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.