საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერ ზურაბ აბაშიძის განცხადებით „თავისუფალი დემოკრატები“ ბიუჯეტის პროექტზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ აიღებენ. „ჩვენ ამ პროექტზე პასუხისმგებლობას ნადვილად ვერ ავიღებთ“, - განაცხადა აბაშიძემ. საკანონმდებლო ორგანო ბიუჯეტის პროექტს 19 დეკემბრამდე დაატკიცებს, მანამდე დოკუმენტს პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარადგენს.