დოლარის გაყიდვის ფასმა დღის ბოლოს შედარებით დაიკლო როგორც კომერციულ ბანკებში, ისე სავალუტო ჯიხურებში.
ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში დოლარის ყიდვა ძირითადად, 1,93 - 1, 95 ლარად შეიძლებოდა, ხოლო გაყიდვა - 1, 90 ლარად.
ამ დროისთვის, კომერციული ბანკების ნაწილში 1 დოლარის გაყიდვის კურსი 1,92 ლარი, ხოლო ყიდვის 2,0 ლარია. კონკრეტულად, "საქართველოს ბანკში" და "თიბისი ბანკში" კურსი ასეთია: გაყიდვა 1,92 ლარი, ყიდვა - 2,0 ლარი. ხოლო "ლიბერთი ბანკში" გაყიდვა - 2,01, ყიდვა კი - 1,91 ლარია.
სავარაუდოდ ეს კურსი შენარუჩნდება ხვალაც.
დოლართან მიმართებაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეისთვის 1.95 ლარს შეადგენს.