წულუკიანი როგორც კი მინისტრად დაინიშნა, მოსამართლეებზე ზეწოლის გზით გავლენის მოხდენას ცდილობდა

წულუკიანი როგორც კი მინისტრად დაინიშნა, მოსამართლეებზე ზეწოლის გზით გავლენის მოხდენას ცდილობდა

თეა წულუკიანი როგორც კი მინისტრად დაინიშნა, მოსამართლეებზე ზეწოლის გზით გავლენის მოხდენას ცდილობდა, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, თეა წულუკიანი აბსოლუტურად სხვანაირად ხედავს სასამართლოს და მის დამოუკიდებლობას.

"როგორც კი წულუკიანი მინისტრად მოვიდა, მაშინვე მიანიშნებდა, რომ ის ცდილობდა მოსამართლეებზე პირდაპირი ზეწოლის გზით გავლენის მოხდენას", - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, წულუკიანმა მოსამართლეების სახელი და გვარები ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ ისინი ხელს უშლიან და სასამართლოდან უნდა წავიდნენ.

"ნებისმიერი მინისტრი დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი განცხადების გაკეთების შემდეგ თანამდებობიდან წავიდოდა. ამაშიც ჩანს, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი დემოკრატია, რომ ეს მომხდარიყო. ამიტომ ახლა უნდა წავიდეთ სწორი გზით.

ამ მოქმედებებმა და აგრესიამ გარკვეულწილად იმოქმედა მოსამართლეებზე. ამის გამო არის რაღაც ხარვეზები, უკეთესი იქნებოდა, რომ ეს არ ყოფილიყო. მხარდაჭერა ყოფილიყო თუნდაც მოსამართლეების უვადო დანიშვნის საკითხში", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.