შს სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსად მირიან მჭედლიშვილი ინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, მალხაზ ჩიკვილაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას შს მინისტრის მოადგილის გელა ზედელაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ, სამინისტროს პრესსამსახურში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
ამასთან, გუშინ თანამდებობა დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა.