მოსკოვში ვლადიმერ პუტინის და ფრანსუა ოლანდის შეხვედრა მიმდინარეობს

მოსკოვში ვლადიმერ პუტინის და ფრანსუა ოლანდის შეხვედრა მიმდინარეობს

მოსკოვის აეროპორტ "ვნუკოვო 2"-ში რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ "იტარ-ტასი" იუწყება.

ფრანსუა ოლანდი მოსკოვში რამდენიმე საათით ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ ჩავიდა. რუსული მედია ვარაუდობს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები უკრაინაში არსებული ვითარების დარეგულირებაზე და საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის მისაწოდებელ ვერტმფრენმზიდ "მისტრალზე" ისაუბრებენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში ჩასვლამდე ფრანსუა ოლანდსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორს საუბარი შედგა, რომლის დროსაც დონბასში არსებული ვითარება განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ მხრაეებმა უნდა დაიცვან მინსკში დადებული შეთანხმება.