პატიმრის ახლობლების ინფორმაციით, ქუთაისის მეორე დაწესებულებაში ორ კვირაზე მეტია მსჯავრდებული შიმშილობს

პატიმრის ახლობლების ინფორმაციით, ქუთაისის მეორე დაწესებულებაში ორ კვირაზე მეტია მსჯავრდებული შიმშილობს

პატიმრის ახლობლების ინფორმაციით, ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მსჯავრდებული ოთარ აფრიდონიძე ორ კვირაზე მეტია შიმშილობს.

პატიმრის ახლობლების და ოჯახის წევრების განცხადებით, ოთარ აფრიდონიძე სამართალდამცველებმა დაკავებამდე სასტიკად სცემეს. ახლობლების განცხადებით, პოლიციელები მას ქალაქში, ბოლო დროს მომხდარი გაუხსნელი საქმეების საკუთარ თავზე აღებას სთხოვდნენ. პატიმრის ოჯახის წევრების განცხადებით, ოთარ აფრიდონიძე პოლიციელების ამ თხოვნას არ დაემორჩილა, რისთვისაც ის სცემეს და ციხეში ჩასვეს. მათივე თქმით, პატიმარი ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა.

,,ჩემს შვილს პოლიციელები 7 საათის განმავლობაში აწამებდნენ და ქალაქში მომხდარი დანაშაულების საკუთარ თავზე აღებას აიძულებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაემუქრნენ, რომ დედაშენსაც ბარიგაობას დავაბრალებთო. პროტესტის ნიშნად ჩემი შვილი ციხეში შიმშილით კვდება", - აცხადებს დაკავებულის დედა.

დაკავებულების ოჯახის წევრები საქმის დროულად გამოძიებას და პატიმრის გათავისუფლებას ითხოვენ.