თბილისში მცირეწლოვანი ბავშვი ცოფის ვირუსით გარდაიცვალა. როგორც ცხოველთა უფლებების ფედერაციაში აცხადებენ, მოზარდი რამდენიმე კვირის წინ მაწანწალა ძაღლმა დადორბლა, რის შედეგადაც ბავშვი გარდაიცვალა. ცხოველთა უფლებების დამცველები ქუთაისის მერიას მოუწოდებენ, დროულად მოხდეს თანამედროვე სტანდარტებით ძაღლსაშენის მოწყობა, რათა მსგავსი შემთხვევები იქნას აცილებული.
ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მედიკოსების გადაწყვეტილებით, ის თბილისის საავადმყოფოში გუშინ გადმოიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შესძლეს.