უკრაინაში, აქციის მონაწილეებმა ვინიცას საოლქო საბჭოზე შტურმი მიიტანეს

უკრაინაში, აქციის მონაწილეებმა ვინიცას საოლქო საბჭოზე შტურმი მიიტანეს

უკრაინაში, ვინიცას ოლქში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ვინიცას საოლქო საბჭოზე შტურმი მიიტანეს. უკრაინული მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები საოლქო საბჭოს ხელმძღვანელის სერგეი სვიტკოს თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.

არსებული ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს სერგეი სვიტკოს მხარდამჭერთა კონტრაქცია. 

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი მილიცია საპროტესტო აქციის ზოგიერთ მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდა.