ფედერიკა მოგერინი რუსეთს მოუწოდებს, ნუ ჩაითრევს ბალკანეთს ბრიუსელსა და მოსკოვს შორის არსებულ დაძაბულობაში

ფედერიკა მოგერინი რუსეთს მოუწოდებს, ნუ ჩაითრევს ბალკანეთს ბრიუსელსა და მოსკოვს შორის არსებულ დაძაბულობაში

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინი რუსეთს მოუწოდებს ნუ ჩაითრევს ბალკანეთს ბრიუსელსა და მოსკოვს შორის უკრაინის კრიზისის გამო შექმნილ დაძაბულობაში.

AFP-ის ინფორმაციით, როგორც სარაევოში ვიზიტისას ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ამ გზას არ უნდა დაადგნენ. 

"ევროკავშირსა და რუსეთს შორის ამ ეტაპზე მართლაც დაძაბული ურთიერთობაა. მაგრამ ორივეს ინტერსებში შედის, თანამშრომლობის გზის ძიება და არა - კონფრონტაციის. დარწმუნებული ვარ, კარგი იქნება, თუ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ამ გზას არ დაადგებიან", - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. 

AFP-ის ცნობით, ოქტომბერში სერბეთში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სერბეთი რუსეთის მთავარი მოკავშირეა.