ავარიას ოზურგეთის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ემსხვერპლა

ავარიას ოზურგეთის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ემსხვერპლა

ბათუმში, ბენზეს დასახლებაში, გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა ოზურგეთის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ავთო ფიფია.

ქალაქ ოზურგეთის მერიაში ამ ფაქტს ადასტურებენ. 

ცხედარი ბათუმიდან საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.