კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი ჩხენკელმა თანამდებობა დატოვა

კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი ჩხენკელმა თანამდებობა დატოვა

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი ჩხენკელმა თანამდებობა დატოვა. 
როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, აღნიშნულთან დაკავშირებით ჩხენკელის განცხადება პრემიერ-მინისტრმა უკვე დააკმაყოფილა. მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

"ინტერპრესნიუსი" ცდილობს მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალური კომენტარი მოიპოვოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად აკაკი ჩხენკელი 2013 წლის დეკემბერში წარადგინა.