შსს-ს ინფორმაციით, ქუთაისში 76 წლის ქალი საკუთარმა მომვლელმა მოკლა

შსს-ს ინფორმაციით, ქუთაისში 76 წლის ქალი საკუთარმა მომვლელმა მოკლა

ქუთაისში 76 წლის ქალი საკუთარმა მომვლელმა მოკლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად მკვლელობაში ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს", - განაცხადეს შსს-ში.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

"არსებული ინფორმაციით, მომვლელმა მოხუცს ბლაგვი საგნით მიაყენა დაზიანებები, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა", – აღნიშნავენ უწყებაში.
შემთხვევა ქუთაისში გუშინ მოხდა.