საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა ყველა მოქალაქეს და კომპანიას, რომელზეც გარკვეული ნეგატიური ეფექტი იქონია ლარის კურსის ცვლილებამ და სთხოვა გაგებით შეხედონ იმ მოვლენებს, რაც ქვეყანაში ხდება.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა ეროვნულ ბანკთან სრულ კოორდიანციაშია, აქედან გამომდინარე, უარყოფით სიურპრიზებს მომავალში აღარ უნდა ველოდოთ
მისი თქმით, მას არ ახასიათებს სიტუაციის გალამაზების მცდლეობა და არც აპირებს თქვას, რომ ყველაფერი კარგად არის. კითხვაზე, აქვს თუ არა მას კრედიტი, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მასაც აქვს იპოთეკური სესხი, თუმცა არ გაკადნიერდება და თავის თავს არ შეადარებს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც ლარის ვარდნის გამო ცუდ მდგომარებაში აღმოჩნდნენ.
"დიახ, მაქვს იპოთეკური სესხი. მე ჩემი ოთხი შვილით ვცხორობ სახლში, რომელიც ბანკში არის დაგირავებული. მაგრამ მე არავის თავს არ ვაცოდებ, უბრალოდ ვამბობ, რომ ვარ ისეთივე მოქალაქე, როგორიც უმრავლესობა, რომელიც დღეს არის არასახარბიელო მდგომარებაში ამ დევალვაციის გამო", - განაცხადა მინისტრმა.