ქართველი მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი, მეფრინველეობაში არსებულ კრიზისზე საგანგაშო განცხადებას აკეთებს. ზურაბ უჩუმბეგაშვილის ინფორმაციით, 10-მდე მსხვილი საწარმო გაკოტრების პირასაა და მათი უმეტესობა შესაძლოა ახალწლამდე დაიხუროს.
როგორც უჩუმბეგაშვილი აცხადებს, კრიზისის მთავარი მიზეზი ის არის ,რომ ადგილობრივი წარმოების ფრინველის ხორცზე მოთხოვნა ნაკლებია. მეფრინველეობის ასოციაციამ დახმარებისთვის მთავრობას მიმართა და იმპორტირებულ ფრინველის ხორცზე შეზღუდვების დაწესების, შესაბამისი კანონის მიღება სთხოვა, თუმცა უჩუმბეგაშვილის განცხადებით, მთავრობას საკითხის განხილვაც კი არ დაუწყია. მეფრინველეები აცხადებენ , რომ მათთან შედარებით იმპორტიორები პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან.
366
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85