პუტინი ბუნკერში

პუტინი ბუნკერში

„დაზვერვა, უშიშროების სამსახური და შინაგანი ჯარი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადასულები. არსებობს იმის დიდი საშიშროება , რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედება დაიწყეს პროფესიონალმა ტერირისტებმა-მოჯაჰედებმა, რომელთა მთავარი სამიზნე სახელმწიფოს პირველი პირები არიან“. ამის შესახებ უკრაინულ ინტერნეტ გამოცემა „elice.co . ua”-ს ინკოგნიტო წყარომ აცნობა.

წყაროს ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურებმა ყველანაირი ზომები მიიღეს იმისთვის, რომ ქვეყნის პირველი პირის უსაფრთხოება დაცული იყოს. ამ მიზნით, პრეზიდენტი დროებით გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფ სტარტეგიულ ობიექტზე გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, გროზნოში განხორციელებული ორმხრივი სროლების დროს მოსკოვის თავზე სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდნენ, მოსკოვის ქუჩემში კი სამხედრობი პატრულირებდნენ. ასევე ინტერნეტში გავრცელდა კადრები , თუ როგორ გადაადგილდება დიდი სისწრაფით პუტინის ესკორტი მოსკოვის ქუჩებში.