გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

გურიის გუბერნატორმა გოგიტა ჩხაიძემ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სარწმუნო წყარომ აცნობა.

მან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. რა გახდა გუბერნატორის გათავისუფლების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი, სავარაუდოდ, მოგვიანებით გაკეთდება.